saqarTvelos mRvimeebi - kelasuris mRvimovani

 

კარსტული მღვიმოვანი გურლიფშის მუნიციპალიტეტში, მდინარეებს კელასურსა და მაჭარას შუა მთისწინეთში, სოფ. კელასურის ჩრდილოეთ - აღმოსავლეთით. ზღვის დონიდან 190 მ. მდინარის დონიდან 1-2 მ. გამომუშავებულია ზედაცარცულ შრეებრივ კირქვებში. აერთიანებს ერთი მეორესთან მიჯრით განლაგებულ და ერთმანეთთან დაკავშირებულ მდინარე კელასურის ფსკერქვეშა მჭვიმეებს, რომლებიც შედგება ვერტიკალური და სუბჰორიზონტალური მონაკვეთებისაგან. მიწისქვეშა გამდინარე ნაკადები ასაზრდოებს ბესლეთის წყაროებს. მღვიმოვანის ჯამური სიგრძეა 1380 მ. I მღვიმის სიღრმე - 80 მ. მღვიმე ეპიზოდურად წყლით ივსება. ჰაერის ტემპერატურა ბოლო დარბაზში 12°C.